თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერში განათდა

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერში განათდა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ანძის განათების გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„ევროკომისიის ამ რეკომენდაციით ევროპამ საქართველოსთვის კიდევ ერთი, ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.