ტაილანდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 35 პირი კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ყველა დაღუპული ტაილანდის მოქალაქეა, მათ შორის არასრულწლოვანი, 17 წლის მოზარდიცაა.
თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი ჯერ გაუჩნდა სახურავს, რომელიც სწრაფად აალებადი მასალებით იყო დამზადებული და მალევე შიდა ტერიტორიაზეც გავრცელდა.
როგორც მედია იუწყება, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.