“სითი პარკის” ნაცვლად ახალი ჯალათი “თბილისი პარკინგი!” – ზვიად ტომარაძე

“სითი პარკის” ნაცვლად ახალი ჯალათი “თბილისი პარკინგი!” – წერს სოციალურ ქსელში  ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე.

“მართალია “სითი პარკი” აღარ გვაწუხებს, სამაგიეროდ, მის ნაცვლად ახალი დამსჯელი გვყავს!

თუ “სითი პარკის” დროს პარკირებისთვის 25 ლარს ვიხდიდით 6 თვეში ერთხელ, ახლაც ამ თანხას ვიხდით, მაგრამ ამას დაემატა ზონალური პარკირება, რაშიც საათში ვიხდით 1 ლარს!

“სითი პარკის” დროს ევაკუატორით წაყვანის ჯარიმა თუ 70 ლარი იყო, ახლა ჯარიმა 150 ლარია!

“სითი პარკის” დროს, არასწორ პარკირებაზე ჯარიმა თუ 10 ლარი იყო, ახლა ჯარიმა 50 ლარია!

ახლა ყველაზე პრობლემატურ საკითხზე, მანქანის ევაკუატორით “მოტაცებაზე” ვისაუბროთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ თქვენი ავტომობილის წაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თქვენი ავტომობილი აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი და რაც ყველაზე მთავარია, იმ შემთხვევაში: თუ თქვენ არ იმყოფებით სატრანსპორტო საშუალებასთან, ან უარს აცხადებთ სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე!

თუ თქვენ მიუსწარით თქვენი მანქანის მოტაცების პროცესს, არ გაატანოთ, უთხარით, რომ იმყოფებით ადგილზე და აპირებთ მანქანის გაყვანას, მოსთხოვეთ მანქანის უკან ჩამოღება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის (მე–8 ნაწილის საფუძველზე), თუ არ ჩამოიღეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პატრულს და მასაც იგივე უთხარით, რომ კანონით არა აქვთ ავტომობილის წაყვანის უფლება, რადგან თქვენ ადგილზე იმყოფებით და აპირებთ ავტომობილის გაყვანას!

2014–2016 წლებში “სითი პარკის” ბოროტმოქმედებაზე 3-ჯერ შევიტანეთ კანონპროექტი მე და ბ-ნმა როინ მიგრიაულმა. 2014 წელს ჩვენი კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო კიდეც და 15 ივნისს კანონი ძალაში შევიდა, სწორედ ჩვენი სიტყვები ჩაიწერა კანონში, რომ თუ ავტომობილი არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს არ შეიძლებოდა მისი მოტაცება! თუმცა ჩვენს უკითხავად, კანონში რამდენიმე წინადადების ჩამატების გამო, მაშინ არსებული რეალობა ვერ შეცვალა… მას შემდეგ კანონში კიდევ ბევრი რამ შეცვალეს და დღეს არსებობს “სითი პარკზე” უარესი სადამსჯელო ორგანო “თბილისი პარკინგის” სახით!

ასევე ჩვენი კანონპროექტის შედეგად ავტომობილის მფლობელის მისდის შეტყობინება და არ უწევს მისი მოტაცებული ავტომობილის ძებნა სხვადასხვა საჯარიმო ლოკაციებზე. 

წესრიგის სიყვარულში ბევრი ვერ შემეჯიბრება, მაგრამ არსებობს თანაბარზომიერი სასჯელი! გარდა ამისა, არ მსიამოვნებს დარღვევა, მაგრამ ქალაქში ფაქტობრივად პარკირების ადგილი არ არის, ყველგან კორპუსი ჩააკვეხეს და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, ნაცვლად იმისა, რომ პარკირების ადგილები გაეკეთებინათ, ჯარიმა გაახუთმაგეს! 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მძღოლებს გვაწუხებს, ეს თეთრი საღებავით გზების არ დახაზვაა. ფაქტობრივად გზებზე ვარაუდით დავდივართ. სამაგიეროდ ქალაქის საღებავებით ჯღაბნა დაუსჯელია და მთელ ქალაქში წარწერები კეთდება და ეს საერთოდ არავის აინტერესებს, რა თქმა უნდა რა დროს ქალაქის იერსახეა, მთავარი პრიორიტეტი ხომ ტენდერები და ახალი კორპუსების ჩადგმაა…“ – წერს ტომარაძე.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10231008946627986&set=a.4620840959909&type=3&ref=embed_post