შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი 52 წლის ნიკოლა სტერჯენი დააკავეს.

 

ინფორმაციას BBC ავრცელებს

მედიის ცნობით, საქმე ეხება შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების შესახებ მიმდინარე გამოძიებას.

 

პოლიციის განცხადებით, ქალი არის ეჭვმიტანილი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში.

მედიის ცნობით, ახლა ნიკოლა სტერჯენს პოლიცია ჰკითხავს.

სტერჯენის სპიკერმა დაადასტურა, რომ იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

„ნიკოლა გამუდმებით ამბობდა, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, თუ მას სთხოვდნენ და ასე გააგრძელებს“, – სტერჯენის სპიკერმა.

შოტლანდიის პოლიციამ გამოძიება 2021 წელს წამოიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა მიიღეს საჩივარი 600 000 გირვანქა სტერლინგის არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე. ეს თანხა აქტივისტებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის კამპანიის ჩასატარებლად შეაგროვეს.

სტერჯენი შოტლანდიის მთავრობას 2014 2023 წლებში მეთაურობდა. ის მესამე მაღალჩინოსანია, რომელიც შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.