,,შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ – ნატო-ს მეშვეობით!“ – ნატო-ს გენერალური მდივანი

პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მარკ რუტე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას ულოცავს.

„პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ – ნატო-ს მეშვეობით!“, – წერს მარკ რუტე.