საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და მიმართულებით, ორმხრივ საპარლამენტო დიალოგზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ საქართველო, წლების განმავლობაში, ნატო-ს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.
შეხვედრაში მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა – გიორგი ხელაშვილმა და თეონა აქუბარდიამ, ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.