EA SPORTS-ის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისა“ და „სპეციას“ მატჩის წინ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გადაეცემა.
ქართველმა შემტევმა გულშემატკივრების მხრიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
„ნაპოლის“ კვარაცხელიას სერია A-ში მოყვანას ვულოცავ“, – განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ.
მანამდე ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამაც (AIC) აღიარა. აგვისტოში ქართველმა მოთამაშემ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელიას ხმა გამოკითხულთა 67%-მა მისცა.