სასაცილოა, რომ ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი საუბრობს -მამუკა მდინარაძე

პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა მშვიდობისა და სტაბილურობის და ხაბეიშვილი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით რთული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ერთ წერილს გაცილებით მეტი რეზონანსი ჰქონდა, ვიდრე უამრავ ფეიკ-რეზოლუციასა თუ განცხადებას.

„ჯერ ისაა სასაცილო, რომ ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი საუბრობს. რა მაგალითი მოვიყვანო?! წელიწად-ნახევარზე მტია, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმის შემდეგ გამოქვეყნებულ ფეიკ-რეზოლუციებს, ათობით, ასობით, ათასობით განცხადებას! ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკიდან წასული ადამიანის მხოლოდ ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა მშვიდობისა და სტაბილურობის და ხაბეიშვილი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, ნუ, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით რთული იქნება. როდესაც უკვე რეიტინგი ნულზე დავიდა, ახლა შესთავაზა და გაუწოდა დახმარების ხელი სხვა ოპონენტებს“, – განაცხადა მდინარაძემ.