საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს.
პრემიერი მოჭადრაკეებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
„საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, – ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.