რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი დარწმუნებულია, რომ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტის უკან წაღებით საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა, რადგან კანონი ქვეყნის შიდა საქმეებში ვაშინგტონის გავლენებს შეზღუდავდა.
ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.
“უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი შეერთებული შტატებისთვის იყო მიუღებელი. ის ზღუდავდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვაშინგტონის გავლენას ზღუდავდა. კანონის უკან წაღებით საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა”, – წერს ვოლოდინი.
ვოლოდინმა ასევე აღნიშნა, რომ, “უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო შეძლებდა უცხოეთიდან გადარიცხული თანხების გაკონტროლებას, რომლებიც მიდის იმ პოლიტიკური პარტიების, ანუ ოპოზიციის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც ანტიქართული დღის წესრიგს ავითარებენ”.
საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქართულად გამოეხმაურა:
“გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ.
ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს.” – წერს ემანუელ მაკრონი.