საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს.
„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება თუნდაც ამ თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მხრიდან ევროპული პერსპექტივა მოგვეცა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საკითხით სპეკულაცია დაიწყო. გვახსოვს ისიც, როცა ევროპულ პერსპექტივაზე რადიკალური კამპანიის აგორება სცადეს. საბოლოოდ ცხადია, რომ მათი რადიკალური დღის წესრიგი არასდროს განხორციელდება, მაგრამ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება, რომ რაც უფრო ნაკლებია პოლარიზაციის ხარისხი, ჯანსაღი დისკუსიისთვის მით მეტი სივრცე დარჩება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.