საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი, მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.
ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.
ბოდის გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

