“სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკის წარმოებაში გარე დაფინანსებები კიდევ უფრო მეტ აქტიურ მონაწილეობას იღებს და ეს კეთდება ოპოზიციის უდიდესი ნაწილისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით”,- ამის შესახებ “ხალხის ძალა” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დესტრუქციულ და ნეგატიურ ერთობას თავისუფალი პოლიტიკა უნდა დაუპირისპირდეს.
“ამიტომ, გასაგებია, როდესაც სასამართლოს მორჩილება არის წინაპირობა პოლიტიკის მორჩილებისა, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია იქნებიან აქტიური და ერთიანი ამაში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ ასეთ დესტრუქციულ და ნეგატიურ ერთობას უნდა დავუპირისპიროთ თავისუფალი სასამართლო, ქვეყნის სუვერენიტეტი და თავისუფალი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული”, – აღნიშნა ხუნდაძემ.