„ქალბატონო ვიოლა – საკუთარ თვალში როდესაც დირეს ვერ ხედავთ, ხოლო სხვის თვალში ბეწვის დანახვას ცდილობთ”-ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კრამონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხს აფასებს.
როგორც ნიკოლეიშვიმისი თქმით, ვიოლა ფონ კრამონის განცხადება სამარცხვინო პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა, ვინაიდან სწორედ ევროპარლამენტარმა დომინიკ ტარჩინსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპარლამენტის 100 დეპუტატი იყოს ჩართული კორუფციულ სკანდალში.
„ქალბატონო ვიოლა – საკუთარ თვალში როდესაც დირეს ვერ ხედავთ, ხოლო სხვის თვალში ბეწვის დანახვას ცდილობთ, ეს არის თქვენი სამარცხვინო პოლიტიკის და მიდგომების მორიგი გამოვლინება! არ გაგიგიათ საიდან მოვიდა კორუფციაში გახვეული ევროპარლამენტარი? თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა ეს ყველაფერი!“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.