სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მაინტერესებს წყაროს ნახვა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 100 ევროპარლამენტარი კორუფციულ სკანდალშია გახვეული.
„საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც „ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.