რუსთაველის ფონდმა  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის  წარმომადგენლებს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ცნობილ ფიზიკოსს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS პროექტების დირექტორს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის, CERN -ში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – CMS ექსპერიმენტის ქართული ჯგუფის ლიდერს, პროფესორ ზვიად წამალაიძეს, ამავე ექსპერიმენტის წევრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ ირაკლი ლომიძეს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. 2025 წლიდან ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდს შორის იგეგმება შეთანხმების გაფორმება, რომელიც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს, ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის, ბიომედიცინისა და სხვა მიმართულებით, მისცემს შესაძლებლობას, განახორციელონ სამეცნიერო კვლევები CERN -ის მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში.

მხარეებმა ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.