რუსთაველის ფონდის კონკურსი -“ქალები მეცნიერებაში”

რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსი – “ქალები მეცნიერებაში” – განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის  მიმართულებით.

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ  გთხოვთ, იხილოთ ბმულზე : https://shorturl.at/vwxMN