უკრაინელი სამხედროების მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც სულ მცირე 440 ადამიანის ცხედარია დასაფლავებული. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა, სერგეი ბოლვინოვმა დაადასტურა.
ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარი გამომძიებლის სერჰი ბოლვინოვის თქმით, ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და მათ სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.
„ჩვენ ვიცით, რომ ზოგი მათგანი დახვრიტეს, ზოგი საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა, ზოგიც საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა, ამიტომ გარდაცვალების მიზეზები გამოძიების ფარგლებში დადგინდება“,- აღნიშნა მან
„იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია საჭირო პროცედურა. მეტი ინფორმაცია – მკაფიო, გადამოწმებული ინფორმაცია – ხვალ უნდა იყოს ხელმისაწვდომი”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ხვალ იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები იქნებიან. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ.
ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი. რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს. მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.