ორგანიზაცია “რუსეთის მამები” ითხოვს მომღერალ თამარ გვერდწითელს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ანდრეი ეგონიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვერდწითელმა რუსეთში დაგეგმილი ტურნე გააუქმა, ქვეყანა დატოვა და გეგმავს, ტურნე აშშ-ში მოაწყოს.
თამარ გვერდწითელმა რუსეთის მოქალაქეობა 2000 წელს მიიღო.