რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი და დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
გავრცელებული ცნობით, თავდამხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.