ბრიტანული „სანდი თაიმსი“ (The Sunday Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა მოსკოვის მხრიდან საპასუხო დარტყმისათვის ემზადება: რუსეთმა შეიძლება კიევში პარლამენტი და სხვა სახელისუფლებო დაწესებულებები დაბომბოს“ (ავტორი – ტომ ბოლი).
„11 ივლისს კიევი რუსეთმა ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. არის მსხვერპლი, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ საპასუხო სამხედრო დარტყმების დასაწყისი იყოს, კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების შეჭრის გამო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც ავტორი წერს, იგი („ფრანს-პრესის“ ჟურნალისტთან ერთად) ესაუბრა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს, რომლის თქმით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მძლავრი სარაკეტო დარტყმის მოსაგერიელებლად ემზადება:
„რუსეთს, რასაკვირველია, ჩაფიქრებული აქვს მკაცრი პასუხის გაცემა – ისეთი პასუხისა, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი ძლევამოსილი სახემწიფოა და კურსკის ოლქში სეჭრის მსგავსი მოვლენები არასოდეს დაუსჯელი არ დარჩება… ეს იქნება არა ოთხი-ხუთი, არამედ ათეულობით და ასობით რაკეტა – კომბინირებული დარტყმის სახით – ფრთოსანი რაკეტებით, ბალისტიკურით, „შაჰედებით“… ამგვარი პასუხი ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისთვის დიდი პრობლემა იქნება. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ მათ შეჩერებას და გაუვნებლყოფას მაინც შევძლებთ“, – ამბობს ანონიმი მაღალჩინოსანი.
გარდა ამისა, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთს მიზანში ექნება ამოღებული რიგი მნიშვნელოვანი ობიექტები, პარლამენტისა და სხვა სახელისუფლებო ორგანოების სახით, ანუ ის სტრუქტურები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.