რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 22 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 22 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა. 

მათ შორის ორი ოფიცერია, ასევე რიგითები და სერჟანტები.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი და ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი ავრცელებენ.

„ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლებში სხვადასხვა მიმართულებით. გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები. მათ შორის ყველაზე უფროსი 54 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი – 23 წლის“, – წერს ლუბინეცი ტელეგრამ-არხზე.

 „ერმაკის ცნობით, ყველა გათავისუფლებული გაივლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს და გაეწევათ ყველანაირი სამედიცინო დახმარება.