რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში რუსეთს გავლენა არ აქვს.
„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს საქართველოში გავლენა არ აქვს. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.