რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდილი 9 უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.
Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა.
„კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილები გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რუსების მორიგი დანაშაულის შესახებ. ეს ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა. რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა, რომელიც ომის ყველა წესა არღვევს. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დახუჭოს თვალი მსგავს დანაშაულებზე!“ , – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.