დღეს შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახლები არიან, მაგრამ რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს “პიარული” ხრიკია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობა “ახალთან” დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, მათ ექნებათ შანსი, იბრძოლონ იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებზე როგორმე 1-2% მიიღონ.
“არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს, ვისაც სურვილი აქვს პოლიტიკაში ჩაერთოს და პოლიტიკური პარტია შექმნას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანების წარსულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებამ იცის, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, როგორ უცხოვრიათ, როგორები იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართველი ხალხის მიმართ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. დღეს შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახლები არიან, მაგრამ რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს “პიარული” ხრიკია. უნდათ წარმოჩინდნენ ისე, თითქოს ახლები არიან. ამ ადამიანებთან არის პირდაპირ დაკავშირებული თუკი რაიმე სიბინძურე, ბოროტება და უბედურება ხდებოდა, თუნდაც ტელევიზიებში კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, ფილმებს უძღვნიდნენ და ამბობდნენ, რომ აგენტები იყვნენ, დღეს ისევ ერთად არიან. გაუგებარია. მათ ექნებათ შანსი, იბრძოლონ იმისთვის, რომ როგორმე 1-2% მიიღონ”, – განაცხადა კალაძემ.
ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა “ახალი”, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.