სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მასშტაბით კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი. ზოგ რეგიონში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვაა ნავარაუდევი. ქვეყნის მასშტაბით ცვალებადი ამინდი 31 ივლისამდე გაგრძელდება.
დედაქალაქში მიმდინარე კვირას დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამით +18 გრადუსი, ხოლო დღისით +29 დაფიქსირდება.