“როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მოიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი”-ზელენსკი

მივიღეთ სიგნალები, რომ უკრაინის გარეშე ფორმულირება განიხილება. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

„უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, რადგან ეს პატივისცემაა, მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ უკრაინის გარეშე ფორმულირება განიხილება და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ფორმულირება ეხება მხოლოდ მოწვევას ეხება და არა უკრაინის წევრობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა უკრაინის როგორც მოწვევის, ისე გაწევრიანების ვადა არ არსებობს და ამის ნაცვლად, ემატება „უცნაური ფორმულირება პირობებზე“ უკრაინის მოწვევისთვის.

„როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მოიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში რჩება ვაჭრობის შესაძლებლობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, გააგრძელოს ტერორი მომავალში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „გაურკვევლობა სისუსტეა“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სამიტზე განიხილავს.