„მშვიდობის სამიტი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები არ მონაწილეობენ“ – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო იმ პლატფორმას, სადაც მართლაც მიიღება გადაწყვეტილებები.
„ჩემი ღრმა პატივისცემა შვეიცარიას, შვეიცარიის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს, მაგრამ ეს სამიტი და ეს ფორმატი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან არ მონაწილეობენ მთავარი აქტორები, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები. მათ შორის აშშ-ის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ სხვა იმ გმირებსა თუ ანტიგმირებზე, რომლებიც არიან ამ პროცესის უშუალო მონაწილეები. რისი გადამწყვეტია ზელენსკი ცალმხრივად სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს ალბათ საზოგადოებას ღიმილს ჰგვრის”- ამბობს ოდიშარია.