რიკოთის მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგემების რელიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მაგისტრალი არის გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილი.
„ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის მოწმეები ვართ. აღიშნული ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია პირველი ევროპის „გლობალური კარიბჭის ფორუმი“, რომელიც იყო ბრიუსელში და მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც მიმდინარე კვირაში გამართული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“.
„გლობალური კარიბჭე“ გახლავთ ევროკავშირის სტრატეგია, რომ დაუკავშირდეს სხვადასხვა ნაწილს ევროკავშირში, ევროპული სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკაში და სატრანსპორტო სექტორში, გააძლიეროს ჯანმრთელობის, განათლების და კვლევის სიტემები მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ გვიყვარს ამის თქმა, ძლიერები ვართ ერთად მდგრადი განვითარების მეშვეობით. საქართველოში აღნიშნული სტრატეგია ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით, მისი საფლაგმანო პროექტების გათვალისწინებით, რომელიც მიბმულია საერთაშორისო დაკავშირებადობასთან. აქ შედის აღნიშნული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს მაგისტრალი გახლავთ ნაწილი გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვძლევს რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ აღნიშნა, საქართველო მიისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტებისა. აღნიშნული ინვესტიცია სერიოზულად შევსებული ევროკავშირის გრანტებით, რომელიც მიძღვნილია საგზაო უსაფრთხოებისკენ, სერიოზულად შეიტანს წვლილს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში, ამავე დროს, შეარბილებს რისკებს, რომელიც უკავშირდება საგზაო მოძრაობას.
ჩვენ მადლობელი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ ინვესტიციებს. ამ მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგემების რელიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დელ ლაიენმა თქვა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“. მან გოეთეს ციტირება მოახდინა და განაცხადა, „ის, ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან“. მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა დავაკავშიროთ საქართველო ევროკავშირთან“, – განაცხადა პაველ ჰარჩინსკიმ.