“რევოლუციური სცენარის ახალი ეტაპის დაწყებას უნდა ველოდოთ!”- ლევან მამალაძე

🔵”უცხოელი აგენტის კანონპროექტის გამოწვევა საჭირო იყო , რადგან საზოგადოებასთან საფუძვლიანად არ იმუშავეს, უცხოეთიდან ზეწოლის და ადგილზე რადიკალიზაციის საპირწონე წინასწარ ვერ შექმნეს!

🔵საქართველოს სუვერენიტეტის და მშვიდობის დაცვისთვის გულანთებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უყურადღებოდ დარჩა!

🔵 რადიკალები კანონის გამოწვევას ხელისუფლების სისუსტედ ჩათვლიან და პროცესი არ შეჩერდება! “რევოლუციის” სცენარი ახალ ეტაპზე გადავა! დააყენებენ ქართული ოცნების ლეგიტიმურობის საკითხს და არეულობის ახალ ტალღას ააგორებენ!- წერს ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში.