რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, დედამისი გიული ალასანია და მისი იურისტები „ანტისახელმწიფოებრივ“ ქმედებაში დაადანაშაულეს.
„დედაჩემს „ვივამედთან“ ტვ „ნადეჟდას“ და მოპარული „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები „ანტისახელმწიფოებრივ“ ქმედებაში დაადანაშაულეს. რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას.
თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ, ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით.
მთელს მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით ჩემი წამება, ეს იყო თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება.
საქართველო რომ რუსეთის კოლონია გახდა ეს ალბათ, საერთოდ სახელმწიფოებრიობის კულმინაციაა. ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე“, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.