რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია სასიყვარულო ურთიერთობებისა და ოჯახური წვეულებებისთვის. თუ ავტომობილს მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. შესაძლოა, ერთგული მეგობრების დახმარებით ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო გზა იპოვოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ვერძებისთვის.

კურო

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. თქვენი სიტყვები ნათელი და დამაჯერებელია, ამიტომ ადამიანების დარწმუნება არ გიჭირთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

ტყუპები

დილიდან მძიმე და რთული დღე გელით. თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ და ბონუსს დაიმსახურებთ. ნერვიულობის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს ბავშვებს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახარებთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია კამათი, რაც შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ თქვენს ჯანმრთელობაზე და საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

ლომი

შესაძლოა, ერთი შეხედვით საინტერესო და მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ – ეს საქმე იმედებს არ გაგიმართლებთ. გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ. გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

ქალწული

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ – არა ბიზნესისთვის, რადგან გადაღლილი ხართ და აზრების მოკრეფა გიჭირთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში მკაცრი დიეტა დაიცვათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარჯიშს და ფიზიკურ აქტივობებს. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

სასწორი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩევა. დღის პირველ ნახევარში საქმიანი შეხვედრა ან მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი გელით. სავარაუდოდ, მოგიწევთ დაუბრუნდეთ საქმეს, რომელიც უკვე წარმატებით დასრულებული გეგონათ.

მორიელი

მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც უახლოეს ხანებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. ნუ აჩქარდებით – ამ დღეს წარმატებას მხოლოდ სიმშვიდე და თავშეკავება მოგიტანთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ, რომ შემთხვევით, გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა სასიყვარულო და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. გულწრფელი საუბარი გაუგებრობის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ და თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. შესაძლოა მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ. ეცადეთ საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

თხის რქა

ეს დღე ასახავს სიყვარულში წარმატებას და სასიამოვნო პაემანს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია, რაც მშვიდად მოქმედების საშუალებას გაძლევთ..

მერწყული

ამ დღეს თქვენი ზედმეტი თავდაჯერების გამო შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი. ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თევზები

სასიყვარულო კავშირი იმედგაცრუებას მოგიტანთ, თუმცა ახალი გატაცება ძველს დაგავიწყებთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება, ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.