რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოს

ვერძი

ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ, რადგან შეცდომას ადამიანებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები მოჰყვება.

კურო

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ამ დღეს თავს სრულად იჩენს. ჩხუბის შემთხვევაში, თქვენი მხრიდან კონფლიქტური მხარეების შერიგების ყველა თქვენი მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა სახელისუფლებო უწყებებთან ურთიერთობისთვის. მოტივაციის გაჩენისთანავე, კიდევ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე გახდებით. სწრაფი რეაქციის და შრომისმოყვარეობის წყალობით შესაძლებლობა გექნებათ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს ბედი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

კირჩხიბი

ამ დღეს ენთუზიაზმს და ემოციურ ამაღლებას იგრძნობთ, მაგრამ გონიერება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანების ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

ლომი

ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. მოულოდნელი სირთულეების დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. სპორტული ვარჯიში შესანიშნავია, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ ტრავმა არ მიიღოთ. საღამოს განწყობა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ძველი ვალი ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ნაკლები ინერვიულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

სასწორი

დიდი შანსია, რომ ამ დღეს საკუთარი ილუზიების ტყვედ იქცეთ და თავი მოიტყუოთ, რაც საბოლოოდ ძალიან დაგაზარალებთ. შესაძლებელია, ძველი ვალების გადახდა ან ვალდებულებების შესრულება მოგთხოვონ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. ფრთხილად იყავით – შედეგები მოულოდნელი იქნება.

მორიელი

დილიდან ცვალებად განწყობაზე ხართ – ხან უმიზეზოდ მხიარულობთ, ხან სევდა გერევათ. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. გირჩევთ ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ და კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. შესაძლოა, მეგობრებმა საინტერესო ღონისძიებაზე დაგპატიჟონ და უარს ნუ ეტყვით – სასიამოვნო ნაცნობობა გელით. ურთიერთობებში პრობლემების ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

თხის რქა

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებით და ინტრიგებით. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შესაძლოა უმცირეს შეცდომას დიდი ფინანსური ზარალი მოჰყვეს. ამ დღეს ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო და ოპტიმალურ გზას იპოვით, რაშიც მეგობრების რჩევები და გამოცდილება დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ – ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. თუ ხვდებით, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაჩნდა, ექიმთან ვიზიტს ნუ დააგვიანებთ. საღამოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ.

თევზები

დილიდან სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. არ არის გამორიცხული მოვლენების არასახარბიელო განვითარება ან უსიამოვნო სიახლეები. იზრდება ნერვიულობით გამოწვეული ქრონიკული დაავადებების რისკი, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ.