ცალ ფეხზე დგომა არ ვარგა და ამ დაკვეთის შესრულებას არც ვაპირებთ! შეეგუეთ წესრიგს! – წერს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
მისივე თქმით, ქვეყნის გარედან დაფინანსებული რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელსაც ადგილობრივი აგენტურის შესრულებით ცდილობდნენ ჩავარდა!
„ქვეყნის გარედან დაფინანსებული და მართული “მაედანი” – რევოლუცია რომელსაც ადგილობრივი აგენტურის შესრულებით ცდილობდნენ, ჩავარდა!
კარგია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორ არჩევანს აკეთებს, მაგრამ ცუდია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარსულის მნახველი მოსახლეობის ნაწილი ისევ იმ წარსულისკენ “იწევს”.
კარგია, რომ ხელისუფლება, საზოგადოების უმრავლესობასთან ერთად პრინციპულობას იჩენს, მაგრამ ცუდია, რომ კრიმინალები უმცირესობასთან ერთად ცდილობენ იძალადონ უმრავლესობაზე.
კარგია ჭეშმარიტი ევროპელობა, მაგრამ ცუდია, დღეს ევროპიდან წახალისებული დანაშაული და უსამართლობა.
კარგია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ცუდია თავნებობა და თავგასულობა. კარგია მსჯელობა და დისკუსია, მაგრამ არ ვარგა, როცა ამას გაურბიხარ და “ბრაზობ”.
კარგია სამშობლოს სიყვარული, მაგრამ ცუდია, როცა გგონია, რომ მისი ბედი სხვას უპირობოდ უნდა ანდო.
ცალ ფეხზე დგომა არ ვარგა და ამ დაკვეთის შესრულებას არც ვაპირებთ! შეეგუეთ წესრიგს!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.