ქუთაისში, 58 წლის ქალი დედა გახდა. ინფორმაციას “ხონელიძის კლინიკა” ავრცელებს.
” კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა ხონელიძის კლინიკაში! შეუძლებელი არაფერია, სასწაულები გრძელდება. ქუთაისში შპს „ხონელიძის კლინიკაში“ 58 წლის ასაკში ქალბატონმა რუსუდან არველაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება.
დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი გაბრიელ არველაძე.
კლინიკის დირექცია, მედ პერსონალი და სრულიად კლინიკის თითოეული წევრი ულოცავს ქალბატონ რუსუდანს ამ დიდ ბედნიერებას. გვიხარია, რომ თქვენი დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები. ❤️
ამ მაგალითის საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედობა არასდროს არის გვიანი“,- ნათქვამია კლინიკის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.