„ქართული ოცნება“ 59.3%, „ნაციონალური მოძრაობა“ 13.1% – GORBI კვლევას აქვეყნებს

GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” – 59.3%

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” /”სტრატეგია აღმაშენებელი” – 13.1%

კოალიცია “ლელო”/”ანა დოლიძე – ხალხისთვის”/”თავისუფლების მოედანი” – 5.8%

კოალიცია “ახალი”/”გირჩი – მეტი თავისუფლება”/”დროა” – 5.5%

“საქართველოსთვის” – 4.8%

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა” და “ალტ ინფოს” კოალიცია – 3%

“ევროპული საქართველო” – 2.2%

“ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” –  2.1%

სხვა – 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს “ქართული ოცნება”, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს.

 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.