“პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს ომს ბოლომდე”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას.
“პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს ომს ბოლომდე. გუშინდელი დღიდან მოლაპარაკებების ფანჯარა, ნებისმიერი პირობით, დაიხურა.
შესაბამისად, ისევ იგივეს დავწერ, რასაც ამ ხნის მანძილზე: უკრაინას არ აძლევენ საკმარის შეიარაღებას და არ აძლევენ დროულად.
აქამდე თუ სათქმელი ჰქონდათ, რომ რაიმეს ერიდებოდნენ, ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ რაღა აქვთ მოსარიდებელი?
პუტინსაც, თუ არის რაინეზე წამსვლელი, ყველა სიგიჟეზე მწვანე აქვს.
ჰო, მადლობა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმართლისთვის. მკაფიოდ განაცხადა, თუ რა სირთულეების წინაშე დგას ქვეყანა აგვისტოს ომის შემდეგ და აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინისთვის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.
ე.წ. ოპოზიციამ არ გაიგონა. რაც არ სურთ, არ ესმით”,-წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.