მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო მაღალტექონოლოგიური აპარატურით აღჭურვილმა, კვალიფიციურ მედიკოსთა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) 10 კაციანმა ჯგუფმა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 130 ბენეფიციარს_ 86 ვეტერანსა და ვეტერანთა ოჯახის 44 წევრს. განხორციელდა 150-ზე მეტი სამედიცინო ვიზიტი. ადგილზე ჩატარდა 10 მინი-ოპერაცია; ბენეფიციარები, რომლებიც შემდგომ კვლევებს საჭიროებენ,მედიკოსთა გადაწყვეტილებით, შემდგომ მომსახურებას კლინიკაში მიიღებენ.
აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, ეს კლინიკის პირველი საქველმოქმედო აქციაა; უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.