ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში ზღვაში ორი რუსი ტურისტი დაიხრჩო.
ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს
ტურისტები მოსკოვიდან და ტიუმენიდან იყვნენ. კიდევ ერთი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, გასულ კვირას გაგრაში, ასევე, რუსი ტურისტი დაიხრჩო, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში დასასვენებლად პერმიდან ჩავიდა.