ნატო-ს სამიტამდე ემანუელ მაკრონს ფოსტით ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს

ნატო-ს სამიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ფოსტით ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს.

ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ფრანგული მედიის ცნობით, 10 ივლისს ელისეს სასახლემ მიიღო წერილი, რომელშიც მოკვეთილი თითი აღმოაჩინეს. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პოლიცია იკვლევს, ვის ეკუთვნის მოკვეთილი თითი. ფრანგული მედია წერს, რომ კომპეტენტური სამსახურები იზრუნებენ, პიროვნება დაექვემდებაროს სათანადო სამედიცინო დაკვირვებას.

ელისეს სასახლე ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.

სამიტის დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა განცხადება საფრანგეთიდან სამხედრო დახმარების გაზრდის ფარგლებში უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ. ფრანგული მედია წერს, რომ საუბარია „სკალპის“ ტიპის რაკეტებზე.