“ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები “ნაცმოძრაობას” უქმნიან კოალიციას”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობენ.
“იქნება ეს გახარია, ვაშაძე, ხაზარაძე თუ ზურაბიშვილი, ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” მოწინავე სატელიტები, რომლებიც წინ დაიყენეს ფარად, თითქოს ისინი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ. “ნაცმოძრაობა” რა ბრძანებასაც გასცემს მათი ბელადის მეშვეობით, ეს ასე იქნება. არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობენ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.