„ნაციონალური მოძრაობა“ არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა, ამიტომაც უნდა გასამართლდეს, რომ აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტია -გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზეა საუბარი.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

„აქ საუბარია პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებაზე. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ფაშისტური გერმანიის დროს ნაციონალ-სოციალისტური ჰიტლერის პარტია დარჩენილიყო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად? ეს ხომ არ იქნებოდა რელევანტური. როგორც კი ვინმე თავს წამოყოფს პოლიტიკურად, აუცილებლად გადაყლაპავს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა. ამიტომაც უნდა გასამართლდეს, რომ აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტია, ამის შემდეგ დაისვენებს ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და რაც მთავარია, დაისვენებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „განვითარებისთვის და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება.“