“მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან”- ბიძინა გიორგობიანი

“შოვის მიმდებარე ხეობებსა და მწვერვალებზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და მანქანით გამოტანა (გნებავთ კანონიერად, ან უკანონოდ) შეუძლებელია, ვინაიდან იქ 3 ხიდიანი მანქანებისათვისაც მიუდგომელი ადგილია”,-წერს სოციალური ქსელში სატყეო სააგენტოს ყოფილი უფროსი, ბიძინა გიორგობიანი .

მოკლედ დავწერ რაჭაში და კონკრეტულად შოვში (ან ბუბაზე), ხის უკანონო ჭრაზე, რომლის შესახებაც წერენ და ლაპარაკობენ ტელეჭინკები და სოცქსელებით პატრიოტები,

რაჭა ერთ-ერთი ტყით ძლიერ დაფარული მხარეა.

რაჭისა და სვანეთში ტყის ყოველწლიური ნამატი ბევრად აჭარბებს გამოყოფილ და ათვისებულ რესურსს.

 რაჭაში ბევრი სასოფლო სავარგული ხელახლა დაიფარა ტყით და გამოუსადეგარი გახდა მეურნეობისათვის.

შოვის მიმდებარე ხეობებსა და მწვერვალებზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და მანქანით გამოტანა (გნებავთ კანონიერად, ან უკანონოდ) შეუძლებელია, ვინაიდან იქ 3 ხიდიანი მანქანებისათვისაც მიუდგომელი ადგილია.

ასე, რომ მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს“, – წერს ბიძინა  გიორგობიანი სოციალურ ქსელში.