ეს არის მთავრობის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით სამოქმედო გეგმების შექმნის შესახებ – მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასება.
ბოკუჩავას განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მთავრობის ე.წ. სამოქმედო გეგმაც დეზინფორმაციის ინსტრუმენტია, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად რაიმეს აკეთებს ან მომდევნო თვეებში გააკეთებს.
„ქართული ოცნება“ დოკუმენტს ამდენი ხანი ასაიდუმლოებდა და ვიხილით სამოქმედო გეგმა იმის თაობაზე თუ როგორ შეიქმნება სამოქმედო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ეს დოკუმენტი არაფერს ამბობს. ეს არის არაფრისმთქმელი ფარატინა ქაღალდი, რომელიც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი ნება და პოლიტიკური გეგმა რეფორმების განსახორციელებლად არ გააჩნია – ეს არის ფარატინა ქაღალდი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.