მოსკოვში, სამი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საწყობში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის რკინიგზა ამბობს, რომ ცეცხლი მატარებლების მოძრაობაზე გავლენას არ ახდენს და რომ ადგილზე სახანძრო მატარებელი გაიგზავნა.
მანამდე მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა “რიას” განუცხადა, რომ მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე, რუსეთის რკინიგზის საკუთრებაში არსებული საწყობი დაიწვა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.