მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.

თავდასხმის საფრთხის გამო, დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა, რის გამოც ათობით ავიარეისი გადაიდო.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის თქმით, ჩამოგდებულია, სულ მცირე, ორი დრონი.