მოსკოვმა დიდი შვიდეულის სახელმწიფოების მიერ ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა შეძლო – ამის შესახენ გამოცემა The Financial Times-ი წერს.
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასს 60-დოლარიანი ზედა ზღვარი დაუწესეს. მოსკოვმა კი აგვისტოში ნავთობპროდუქტები გაცილებით ძვირად გაყიდა.
გამოცემას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ნავთობის 75%-ის ტრანსპორტირება იმ გემებით მოახდინა, რომლებიც დასავლეთის კომპანიების მიერ არ იყო დაზღვეული. გამოცემა წერს, რომ წელს რუსეთი ნავთობის გაყიდვით 15 მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებს.