სამართალდამცავებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარტვილის საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია დააკავეს.
ის ცოლზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.
შსს-ში ერთი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.