მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა

მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკას დანიშვნის შესახებ გამოვაცხადო. მას ნატო-ს ნამდვილად სჯერა, იცის, რა სამუშაოა საჭირო ალიანსში გაწევრიანებისთვის და რას ნიშნავს იყო სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

რადმილა შეკერინსკას წარსულში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. ასევე, 2017-2022 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი იყო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყოფნისას ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდა.

რადმილა შეკერინსკა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოდან დაიკავებს.