პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩართული იყო და აქტიურად მუშაობდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიაზე.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ლობიზმთან დაკავშირებულ კამპანიაზე მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განმარტება მდარე დონის იყო.
„გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსია და კარგად ესმის გამოთქმა – „კოკასა შიგან რაც არის, იგივე წარმოდინდების“. მარგველაშვილს ჰგონია, რომ მისი განმარტება დამაჯერებელია, თუ მექრთამეობა გადავწყვიტე, 11 500 დოლარს რატომ დავთანხმებოდიო. რეალობაში, მისი განცხადება მდარე დონის განმარტებაა. როგორც ჩანს, შინაგანად ისეა განწყობილი, რომ მართლა დიდი თანხა რომ ყოფილიყო, ჩართული ყოფილიყო იმ პროცესებში, რაზედაც თავად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი აირიდოს. სწორედ მარგველაშვილი იყო აქტიურად ჩართულო საქართველოს დასანქცირების პროცესსა და სტრატეგიაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.